ველოდი, რომ ეს არ იქნებოდა ტრადიციული ოპოზიციური პარტიის მიერ მოწყობილი აქციისთვის დამახასიათებელი ხალხის რაოდენობა და ბევრი იქნებოდა, მაგრამ იმ ბევრზე უფრო ბევრი აღმოჩნდა, ვიდრე მე ვპროგნოზირებდი. ჩემი აზრით, ევროკავშირის თემა ზოგადად საზოგადოებისთვის არის სენსიტიური და ხალხს ჰქონდა და აქვს იმის რწმენა, რომ მათი ნების კიდევ ერთხელ გამოხატვა - ეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ობიექტურობისთვის უნდა ვთქვათ, რომ რა თქმა უნდა, ამ აქციის უკან პოლიტიკოსთა გარკვეულ ჯგუფს აქვს ის პოლიტიკური გეგმა და სურვილი, რაც უფრო მეტად შიდა პოლიტიკურ დღის წესრიგს უკავშირდება, ვიდრე იმ საერთო დღის წესრიგს.
ქადაგიშვილი აქციაზე: იმ ბევრზე უფრო ბევრი [ადამიანი] აღმოჩნდა, ვიდრე მე ვპროგნოზირებდი
21 ივნ 202223:45
3 წუთის საკითხავი